03, აგვისტო 2021 16:14:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
- ბათუმში - 11:00- დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით თამარის, აეროპორტისა და გონიოს დასახლებების ნაწილს.
- ხელვაჩაურში - 11:00- დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელს, ერგეს,ჯოჭოს,ნიკიტაურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა მახინჯაურის ნაწილს.
- ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დაგვას,ცეცხლაურს,ოჩხამურს,ჭახათს,ზენითსა და მიმდებარე სოფლებს.
- ქედაში - 11:00-დან 19:30 საათამდე სოფლებს: მერისსა და ინაშარიძეებს
- ხულოში - 10:10-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:თხილვანას,ხიხაძირს,წიფნარსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R