03, აგვისტო 2021 21:45:00
ბათუმის საკრებულოში, დეპუტატების უმრავლესობა პასიური რომაა, ამას ის დასკვნა ადასტურებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ახლახანს გამოაქვეყნა. „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ მიერ, ჩატარებული კვლევებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველ კვართლტან შედარებით, ბათუმის საკრებულოს პასიური და მეტნაკლებად პასიური დეპუტატების, რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში, 60 პროცენტს მიაღწია. პასიური დეპუტატების სიაში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც მოხვდნენ. არსებული ვითარების ფონზე, სახელმწიფოს პასიურ დეპუტატებზე გაწეული ხარჯი კი - 75 ათას ლარამდე დაუჯდა.