31, აგვისტო 2021 21:48:00
31 აგვისტოს მონაცემებით სულ მილიონ 184 ათას 306 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 790 ათას 542 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.7%. ბოლო 24 საათში კი იმუნიზაციის პროცესში 25 ათას 670 ადამიანი ჩაერთო.