03, სექტემბერი 2021 10:37:00
საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად მწვავდება. გასული დღის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 86 ადამიანი.
გამოვლინდა ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 3 952 მოქალაქე.