07, სექტემბერი 2021 11:21:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში 21 პირია დაკავებული, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია.
"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის: - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ: 1964 წელს დაბადებული ა.გ. , 1982 წელს დაბადებული მ.ჭ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.