08, სექტემბერი 2021 14:41:00
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ათას 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში, კოვიდი დაამარცხა 3 ათას 668 პირმა და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 527 ათას 337-მდე გაიზარდა. გუშინ, ვირუსს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ეპიდვითარებას აჭარაში, დღეისთვის დადასტურებულია კოვიდ 19-ით ინფიცირების 224 შემთხვევა, რეგიონის კოვიდკლინიკაში 732 პირი მკურნალობს.