09, სექტემბერი 2021 16:58:00
პარტიამ „საქართველოსთვის“ ხულოში, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. დასახელდა პროპორციული სიის შემადგენლობაც. აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომრის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, გუნდი პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტდა. ხულოს მერად, პარტია „საქართველოსთვის“ სახელით, პროფესიით ექიმი, გია აბულაძე იბრძვის.