16, სექტემბერი 2021 17:32:00
ხმაური იყო სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი, სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს.
ცნობილია, რომ პარტიის წარმომადგენლები სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე მანქანა მიიყვანეს, რომელიც დალეწეს იმის სიმბოლოდ, როგორ "დაიფშვნება სუს-ი"
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.