24, სექტემბერი 2021 11:23:00
"ახალი გულით ახალი მიზნებისკენ", - ქობულეთელ, როლანდ ნოღაიდელს გული გადაუნერგეს. სოფელ ჭახათში მცხოვრებს ოპერაცია ბელარუსში გაუკეთეს. იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:
"უღრმეს მადლობას გიხდით მთლიან საქარველოს გვერდში დგომისთვის, ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავხართ. ბევრი მკითხულობთ, ჩემი მდგომარეობა ყველას გაინტერესებთ. დღეს გამოვიწერე კლინიკიდან, ახალი გულით, და ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. მადლობით არ დავიღლები კეთილო ადამიანებო", - წერს როლანდ ნოღაიდელი, facebook-ზე.