27, სექტემბერი 2021 20:01:00
არ მოგესმათ, სუს-ის უფროსი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სკანდალზე პასუხისმგებლობას ირიდებს. გრიგოლ ლილუაშვილი გავრცელებულ მასალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ თავად ხელმძღვანელი არაფერ შუაშია. ასეც, რომ იყოს, გამოდის რომ როგორც მინიმუმ, იგი თავის მართვის ქვეშ მყოფ სამსახურს კონტროლს ვერ უწევს.
სუს-ის თვალთავლის ობიექტთა სიაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასულიერო პირებიც არიან. რა მიზანს ემსახურება ეკლესიის წარმომადგენელთა თავალთვალი? ამაზე პასუხის გაცემა თავად მღვდელ-მონაზვნებსაც უჭირთ.
საკითხს, სოციალურ ქსელში, გარკვეული ცინიკური პერფორმანსით გამოეხმაურა დედა სიდონია.
გასაკვირი აღარაა, რომ ქვეყანაში თვალთვალის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყო. მსგავსი საკითხებზე დაწყებული გამოიძიებები კი, მეტწილად, თაროზე რჩება. ხელისუფლება ამას, ისევ და ისევ უსაფრთხოების საკითხებით ამართლებს. სამოქალაქო საზოგადოებას მსგავსი ფაქტები აღარ აკვირვებს, თუმცა, რას არკვევდა სუსი ეკლესიაში? ლალი ანთიძისთვის გაუგებარია. იგი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის ქმედება სხვა ქვეყნებში ხელისუფლების გადადგომით დასრულდებოდა. ანთიძის გაოცებას, ამ საკითხზე, სასულიერო პირების დუმილიც იწვევს.
მესამე სექტორში, სასულიერო პირების მოსმენებს განსაკუთრებულად სენსიტიურად მიიჩნევენ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ფიქრობენ, რომ სამღვდელოებასთან დაკავშირებული მოსმენები, მრევლისთვისაც ისეთი საკითხების მიყურადებას გულისხმობს, რაც მხოლოდ, აღსარების დროს შეიძლება გაანდო მოძღვარს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის ფარული მიყურადება ყველანაირ მორალს სცდება.
ბოლო დღეებში გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფაილებსა და სატელეფონო ჩანაწერებში, თავმოყრილია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსა და მათთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანების საუბრები.