02, ოქტომბერი 2021 08:42:00
ხმის მიცემა კანონის დარღვევით - კახა კუჭავას საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკა ჰქონდა. პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" საარჩევნონომრიანი პირბადე ეკეთა.
მან საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კახა კუჭავა პირველი ამომრჩეველი იყო, რომელმაც ამ უბანზე ხმა მისცა.
“ტრადიციულად მოვედი ჩემს საარჩევნო უბანზე. ვცდილობ ხოლმე მოვიდე პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა და ხედვა. ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება, ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ვიამაყებთ ჩვენი შედეგით,“ - განაცხადა კუჭავამ.