05, ოქტომბერი 2021 19:40:00
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები გავრცელდა. "წესია ასეთი" - ასე მიმართა პოლიციელმა ექსპრეზიდენტს და ხელმორკილი დაადო. დაკავებისას, სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი საპატიმროში უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმის გაგრძელებას გათავისუფლებამდე აპირებს. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, 1 ოქტომბერს მიიყვანეს.