21, ოქტომბერი 2021 13:24:00
სისხლიანი გარჩევის შედეგად, ბათუმში, ერთი ადამიანია დაჭრილი. დაპირისპირება ურეხის დასახლებაში, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს შორის მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი პირი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი მოათავსეს.
BMC-ის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას შესაბამისი პროცედურები უტარდება. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილი 44 წლამდე კაცია.
შეგახსენებთ, დაჭრის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.