05, ნოემბერი 2021 13:47:00
მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა. სამი კვარტლის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, სულ, ქვეყანაში 4 335 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 123 სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 746 ადამიანი.