05, ნოემბერი 2021 22:19:00
ბათუმის გენერალური განვითარების გეგმა კვლავ შემუშავების პროცესშია. ქალაქის სახელმძღვანელო დოკუმენტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. გენგეგმაზე მომუშავე სპეციალისტებმა მესამე სექტორს მათ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები გააცნეს. მოისმინეს რეკომენდაციები. დოკუმენტის მომავალი ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია და მას სისტემატური ხასიათი ექნება. გენგეგმის დამკვეთი ბათუმის მერიაა. უწყება, რომელმაც ქალაქის განაშენიანების მართვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს შექმნა წლებია ვერ მოახერხა.