15, ნოემბერი 2021 16:15:00
საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახური ქალთა აბორტის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. სამსახურის ცნობით, საქართველოში 2020წლის მონაცემებით, 19 000 აბორტი ჩატარდა. მათგან, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 20 წლამდე - 372,
- 20 - 44 წლის - 18 470
- 45 და მეტის - 197
2002-2020 წლის პერიოდში, საქართველოში აბორტების რეკორდულად მაღალი რაოდენობა 2012 წელს დაფიქსირდა. მაშინ, ქვეყანაში აბორტი რეგისტრირებულად 39 200-მა ქალმა გაიკეთა.
ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.