23, ნოემბერი 2021 10:49:00
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გოლიათი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პატარა მოსე 5 კილოგრამსა და 100 გრამს იწონის - იგი დედის ორსულობის 36 კვირის ვადაზე დაიბადა.
კლინიკის ცნობით, დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობენ.