25, ნოემბერი 2021 11:44:00
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანას აფასებს და ამბობს, რომ ამით ყველაფერი მოგვარებული არ არის. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.
„ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - აღნიშნა ელჩმა.