29, ნოემბერი 2021 12:24:00
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გოგა მემანიშვილმა განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ, შესაბამისად ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული“, - უთხრა გოგა მემანიშვილმა უგულავას.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება