29, ნოემბერი 2021 13:50:00
გაგაცნობთ საქველმოქმედო ინფორმაციას. დიანა ბერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 12 წლის გოგოს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ძვირადღირებული ოპერაცია თურქეთში, რომლისთვისაც 70 ათასი ლირაა საჭირო. მოზარდს აქვს სქოლიოზი, სპინა ბიფიდა და კიდევ რამდენიმე დაავადება. ოჯახმა უკვე ყველა რესურსი ამოწურა და ახლა მათთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. დამხარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც ყველა ქსელის ოპერატორისთვის - 09 01 20 01 27. რომლის ღირებულება 1 ლარია.