27, ოქტომბერი 2017 14:08:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ბიუჯეტის სამი კვარტლის გეგმა 12მილიონ 67 ათას 475 ლარი იყო, შემოსავლებმა კი 13 მილიონ 511 ათას 891 ლარი შეადგინა. სხდომაზე გასულ წელს მიღებულ დადგენილებაში შესატან ცვილებებზეც იმსჯელეს, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მომსახურებას ეხება. ცლილებების თანახმად, თვითმართველობამ საბავშვო ბაღებში მონიტორინგის, შეფასების, პერსონალის პროფესიული სტანდარტების და ქცევის შესახებ სპეციალური ნორმატიული აქტები 2017-2018 წლებში უნდა შეიმუშავოს. დეპუტატებმა სოფელ სარფში სარეკლამო ბანერის განთავსებისთვის ერთ-ერთი ობიექტის, ასევე ახალშენსა და განთიადში, მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით ელექტრონული აუქციონის ჩატარების გადაწყვეტილებაც მიიღეს.