06, ნოემბერი 2017 17:06:00
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ბათუმი - 11:00 დან 18:00 საათამდე 406 აბონენტს ქ.ბათუმში ფიროსმანის, სულხან-საბა ორბელიანის, გუდიაშვილის და მიდებარე ქუჩებზე. 12:00 დან 15:00 საათამდე 434 აბონენტს ქ.ბათუმში ახმეტელის, მელაშვილის, მ.აბაშიძის და მიდებარე ქუჩებზე.
ქობულეთი - 11:00 დან 17:00საათამდე 2500 აბონენტს ქ.ქობულეთში თავისუფლების, ჯაფარიძის ქუჩებზე, ასევე სოფლებში გვარა, ალამბარი. დაბა ჩაქვი და მიმდებარე სოფლებში.12:00 დან 14:00 საათამდე 131 აბონენტს ქ.ქობულეთში აღმაშენებლის, აღმაშენებლის I და II შესახვევი, რუსთაველის ქუჩებზე.
შუახევი-ქედა - 11:00 დან 17:00 საათამდე 1320 აბონენტს სოფლებში ნენია, მახალკიძეები ოლადაური და მიმდებარე სოფლებში. 11:00 დან 18:00 საათამდე 387 აბონენტს სოფლებში ახო, უჩხითი, ნამლისევი და მიმდებარე სოფლებში.
ხელვაჩაური - 11:00 დან 18:00 საათამდე 2722 აბონენტს სოფლებში აჭარის წყალი, მაღლაკონი, ჭარნალი, მახო და მიმდებარე სოფლებში.
ხულო - 11:00 დან 18:00 საათამდე 1812 აბონენტს სოფლებში მთა დიდაჭარა, კვატია, ფურტიო და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომრაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.