20, ნოემბერი 2017 20:03:00
ქობულეთში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოსტი 28 ხმით დავით მჭედლიშვილმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ნათია თხილაიშვილი გახდა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. დღესვე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები , ოთხივე კომისიას მმართველი გუნდის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს
საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს ქედაშიც. 18 ხმით პოსტი ქართული ოცნების წევრმა შუქრი თურმანიძემ დაიკავა. კენჭისყრაში 24 დეპუტატიდან მონაწილეობა ოპოზიციის 6-მა წარმომადგენელმა არ მიიღო. ახალი თვამჯდომარე აღნიშნულ პოსტზე არჩევამდე აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა.