15, დეკემბერი 2017 14:09:00
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის საჯარო სხდომაზე „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებს განიხლავენ. მომწოდებლის ღირებულების დადგენა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას იქონიებს. სემეკმა უკვე იმსჯელა წყალმომარაგების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპაბიების საინვესტიციო გეგმებზე, რომელიც სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად ასევე მნიშვნელივანი კომპონენტია. მარეგულირებელი კომისია წყლის და ელექტროენერგიის ტარიფს თვის ბოლოს, საჯარო სხდომაზე გადაწყვეტს.