16, მაისი 2018 14:04:00
ბათუმში მოქმედი ოთხი მუზეუმი გაერთიანდება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავჯდომარემ მიიღო. შესაბამის დადგენილებას ზურაბ პატარაძემ ხელი 3 მაისს მოაწერა. აჭარის მუზეუმის დირექტორს ორი მოადგილე ეყოლება, მუზეუმის საკონსულტაციო ორგანო კი მეცნიერთა საბჭო იქნება. ამ ეტაპზე უცნობია ვინ უხელძღვანელებს „აჭარის მუზეუმებს“. ახალ ორგანიზაციას უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა შეეძლება. ასევე, სესხის აღება, ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრის უფლება ექნება.