16, ივლისი 2018 17:36:00
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ბათუმი- 10:00-დან 13:00 საათამდე 2335 აბონენტს ქ.ბათუმში მაიაკოვსკის,შავშეთის,გოგოლის,ს.მესხის.ა.კალანდაძის და მიმდებარე ქუჩებს,ასევე ურეხის,ფერიის და ე.წ. ზემო გოროდოკის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთი- 11:00-დან 18:00 საათამდე 2560 აბონენტს სოფლებში:ჩაისუბანი,ხალა,ჩაქვისთავი,სამება,კვირიკე,ქაქუთი და მიმდებარე სოფლებს,ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
შუახევი-ქედა - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1297 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში:ოქტომბერი,მეძიბნა,კუჭულა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქიძინიძეები,დღვანი,ნენია,გომარდული და მიმდებარე სოფლებს,ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულო- 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2298 აბონენტს სოფლებში:რიყეთი,დიოკნისი,მანიაკეთი,თაგო,კალოთა,ფაჩხა,ყინჩაური და მიმდებარე სოფლებს.
ხელვაჩაური - 11:00-დან 19:00 საათამდე 1545 აბონენტს სოფლებში:ქედქედი და სინდიეთი.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.