06, სექტემბერი 2018 17:01:00
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ბათუმი- 11:00-დან 18:00 საათამდე 553 აბონენტს ქ.ბათუმში ლ.ასათიანის და ნიჟარაძის ქუჩებზე.
ხელვაჩაური- 11:00-დან 19:00 საათამდე 375 აბონენტს სოფლებში:კირნათი,მარადიდი,კობალეთი და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთი - 11:00-დან 18:00 საათამდე 1420 აბონენტს სოფლებში: ლეღვა,ქაქუთი,ოჩხამური,ჭახათი და მიმდებარე სოფლებს.
შუახევი-ქედა - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1722 აბონენტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიგაზეული,ბუთურაული და ფურტიო.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში:წონიარისი,ხარაულა,ტაკიძეები,ახო,კოკოტაური და მიმდებარე სოფლებს.
ხულო- 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1380 აბონენტს სოფლებში:ვანაძეები,ღორჯომი,ვაშლოვანი,ჭერი,ფაჩხა,ღურტა,კორტოხი და მიმდებარე სოფლებს.
სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.