18, სექტემბერი 2018 15:03:00
პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქუჩის მხატვრობის პროექტი მიმდინარეობს.
მხატვრებმა ამჯერად საზღვაო აკადემიის კედელი მოხატეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ტერიტორიების მოხატვაც.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, ქუჩის მხატვრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სახელოვნებო აქტივობების სტიმულირებას და დადებითად იმოქმედებს რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესების გაზრდას.