29, სექტემბერი 2018 13:00:00
მაზნიაშვილის ქუჩის 48 ნომერში მდებარე სახლის ეზო, განსაკუთრებულია თავისი მდებარეობით. ამ ეზოდან შესაძლებელია კიდევ სხვა, რამდენიმე ეზოში გადასვლა, შედეგად კი, სრულიად სხვა ქუჩაზე აღმოჩნდებით. სწორედ, ეს ერთგვარი ლაბირინთული ეზო იქნება ხვალ მასპინძელი ღონისძიებისა - ,,ბათუმური ეზო“.
მისი მიზანი ბათუმში მდებარე ისტორიული ეზოების პოპულარიზაცია და მისი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდაა.
ღონისძიებაზე მისული მაყურებლისთვის გაცოცხლდება ძველი ბათუმური ეზოები და იქ მცხოვრებთა მაშინდელი ყოფა, ისტორიკოსები კი, მე -19 საუკუნის ბათუმური ეზოების ისტორიას გაგაცნობენ და ისაუბრებენ მოსახლეობის ურთიერთადამოკიდებულებებსა და ყოფით ტრადიციებზე , რომლებიც მათ ცხოვრებაში იყო.
ღონსძიების ფარგლეში, ეზოში მდებარე სახლის ერთ კუთხეში, ძველი ბათუმის ფოტოები გამოიფინება.
,,ბათუმური ეზო“ წელს პირველად ტარდება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული წლის ფარგლებში იმართება.