ორშაბათი 26, აგვისტო 2019

რატომ გაუჩნდა ხულოს მერს თანამდებობის დატოვების სურვილი

18, ოქტომბერი 2018 20:15:00

გოჩა მელაძემ  დუმილი  დაარღვია.  თუმცა  ხალხის რჩეულმა  საჭიროდ არ ჩათვალა მოსახლეობისთვის გადაწყვეტილების მიზეზი აეხსნა.  სად მიდის ხულოს უკვე ყოფილი მერი? და  იყო თუ არა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიღებული ? რატომ საუბრობენ კულუარებში მელაძის და თორნიკე რიჟვაძის შესაძლო დაპირისპირებაზე?

დაახლოებით 20 დღის წინ აჭარის მთავრობის თავჯდომარე მუნიციპალიტებში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავდა, თუმცა ბოლო პერიოდში კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რომ თორნიკე რიჟვაძეს გოჩა მელაძე არ მოწონდა, ამის საფუძველი კი ის იყო, რომ მელაზე მთავრობის ყოფილი მეთაურის ზურაბ პატარაძის კადრია.
დამშვიდობებას იწყებს მადლობით. არ ამხელს სახლში რის გამო წავიდა და სავარძლის, რომელიც თითქმის ერთი წელი ეჭირა დათმობა რის ფასად მოუწია. 
აანონსებს, რომ მმართველ გუნდში რჩება და აუცილებლად დაასაქმებენ, თუმცა სად? ჯერ არ იცის. ვიდრე გადაწყვეტილებას მიღებდა კონსულტაციები თანაგუნდელებთან გამართა, თუმცა ვისთან არც ამას ამბობს.
ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს, ყოველი შემთხვევისთვის ამაზე საჯაროდ საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. 
ერთწლიან მუშაობას ეფექტურად და ნაყოფიერად მიიჩნევს. მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ ამას ხალხი უკეთ ხედავს. 
ვიდრე თანამდებობას დატოვებდა 31 ოქტომბრამდე კუთვნილ შვებულებაში იყო გასული, თუმცა მერიაში გუშინ, დღის ბოლოს გამოცხადდა. პირველი, რაც გააკეთა პირველი მოადგილე, რომელსაც ენდობოდა და მისი საქმიანობითაც კმაყოფილი იყო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ირწმუნება, რომ წასვლის სურვილი ლაშა ბოლქვაძემ თავად გამოთქვა.
ვინ იქნება შემდეგი, ვინც გოჩა მელაძის ბედს გაიზიარებს - ამაზე პოლიტიკურ კულუარებში ბოლო ბერიოდში აქტიურად საუბრობენ. გაგრძელდება თუ არა ხალხის მიერ არჩეული მერების მხრიდან თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებების წერა ჯერ უცნობია.