ახალი ამბები • 1769693544
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, თურქი ბიზნესმენის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საზოგადოება
1654191900
ოზთურქის საქმის განხილვის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, თურქი ბიზნესმენის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე, ბიზნესმენის მიერ დასაქმებული ქართველები და თურქეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ოზთურქს, ათასობით მოქალაქე ჰყავს დასაქმებული, შესაბამისად, მისი თავისუფლება მნიშვნელოვანია. ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება, სიმართლე გაირკვევა და მათი ხელმძღვანელი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
მეტის ნახვა






















