მარიამ ქვრივიშვილი: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში, პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე...

ტვ25

ტვ25

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მეტის ნახვა