ახალი ამბები • 1747046220
ბათუმში, მიუსაფარი ძაღლის სახლები ნაჯახით დაამტვრიეს
საზოგადოება
1686310434

ბათუმში, მიუსაფარი ძაღლის სახლები დაამტვრიეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქე TV25.GE-ის უყვება, რომ დამნაშავემ ცხოველების სახლები ნაჯახის გამოყენებით დაამტვრია.
მაია გვარიშვილი მომხდარის მოტივად შურისძიებას ასახელებს.
"გუშინ, ეს კაცი ძაღლების ყეფამ შეაშინა, დღეს მოვიდა და ნაჯახით დაამტვრია", - გვითხრა ქალმა.
გვარიშვილის თქმითვე, მომხდარზე პოლიციას უკვე მიმართა. სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა