ახალი ამბები • 1751012220
სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
კრიმინალი
1746451221

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა. როგორც "ფორმულას" თვითმხილველები უყვებიან, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე პირი.
ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა