"[ბათუმის მერობის კანდიდატებში] ყველაზე გამოკვეთილად სახელდება თორნიკე ფაღავა" | თამაზ ბაკურიძე

fagava

"ბათუმის მერობის კანდიდატებში ყველაზე გამოკვეთილად სახელდება ბატონი თორნიკე ფაღავა"-ამის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს. ბაკურიძის ინფორმაციით, გიორგი მურვანიძე მერობის კანდიდატი აღარ იქნება. 

"ბოლო პერიოდში ბათუმის მერობის კანდიდატის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაზრდილი ინტერესი დაფიქსირდა. გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული ცვლილება ნამდვილად მიღებულია – ბატონი გიორგი მურვანიძე აღარ იქნება მერობის კანდიდატი.
ამ დროისთვის განხილვის ეტაპზეა რამდენიმე შესაძლო კანდიდატურა, რომელთა შორის ყველაზე გამოკვეთილად სახელდება ბატონი თორნიკე ფაღავა. იგი ამჟამად წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სარეზერვო სიაში და, არსებული ინფორმაციით, სექტემბერში ჩანაცვლების გზით შევა პარლამენტში. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ თავად ბატონ თორნიკეს დიდი სურვილი არ გამოუთქვამს ბათუმის მერობის კანდიდატად წარსდგეს.
ცნობისათვის, თორნიკე ფაღავას მშობლები მრავალი წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობენ. მამა, ბატონი მამია ფაღავა, ერთ-ერთი ცნობილი და პატივცემული თანამშრომელია.
მერობის თანამდებობა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებრივი სამსახური და ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა. ქალაქის მართვა მოითხოვს როგორც სიღრმისეულ ცოდნასა და გამოცდილებას, ისე თავდადებასა და მოქალაქეების ინტერესების გულწრფელ დაცვის სურვილს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მიმართულებით მიიღება, უნდა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერებასა და მომავალზე პასუხისმგებლობას."-წერს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. 

ცნობისთვის, თორნიკე ფაღავა "ოცნების" სიის 103-ე ნომერი იყო. 

მეტის ნახვა