ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს, მეორე - დაჭრეს

პოლიციის ხაზი, დაჭრა, ლენტი

საგარეჯოში ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს, მეორე კი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 8 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა