სააპელაციომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

მამუკა ხაზარაძე

სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა - ამის შესახებ განცხადება "ლელო - ძლიერი" საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორაძემ განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება"- განაცხადა სიორაძემ. 

"ლელო- საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 23 ივნისს დააკავეს და 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მეტის ნახვა