“ენმ”-მ და “ცვლილებისთვის” საარჩევნო ნომრები დაკარგეს | 5 და 4 სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ერგო

5 და 4

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კოალიციამ "ცვლილებისთვის" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არმიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ამის შესახებ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. 

"ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4  და 5 წილისყრაში იქნება გათამაშებული"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს დღევანდელ სხდომაზე.

წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.

მეტის ნახვა