ახალი ამბები • 1751633470
ფაშიზმზე გამარჯვების დღე
საზოგადოება
1715281221
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეები ბათუმში, ტრადიციულად, ანატოლი კაჭარავას საფლავთან, შეიკრიბნენ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადგილზე მივიდნენ საზღვაო სფეროს წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები. მათ, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანატოლი კაჭარავას ღვაწლი, რომელიც საზღვაო სფეროს განვითარებასა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიტანა. ანატოლი კაჭარავა იყო, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მეორე მსოფლიო ომის გამორჩეული მებრძოლი და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამფუძნებელი. იგი 1982 წელს გარდაიცვალა.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა