რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა - რა დაგვიშავა ოკუპანტმა?

დღევანდელ საქართველოში ალბათ, რთულად მოიძებნება უფრო აქტუალური და პრობლემური საკითხი, როგორიც რუსეთ-საქარტველოს ურთიერთობაა. საზოგადოება ამ თემის მიმართ ორ დაპირისპირებულ პოლუსადაა გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ ოკუპანტზე დიდი მტერი არ გვყავს და ჩვენი ყველა უბედურების სათავე სწორედ ისაა. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოს პრობლემების გადაჭრა და მის გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. თუმცა, არსებულ და უკვე გამოვლილ რეალობას თუ გადავხედავთ, ნათელია, რომ ქართველი ერის წინაშე მდგარ ყველა სიძნელეში ბევრი რუსული კვალია და მათგან სარგებელი არც არასდროს მიგვიღია. მაგალითისთვის, როცა საქართველო რუსეთთან დახმარების თხოვნით მიდიოდა ოკუპანტებისგან მხოლოდ ფუჭ დაპირებებს ისმენდა. მეზობელ სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი არასდროს ჰქონია და დღემდე, ტერიტორიების 20 დაკავების პარალელურად, მცოცავ ოკუპაცია განაგრობს. უფრო ზუსტად, რა დაუშავა რუსეთმა საქართველოს? მოვლენების ქრონოლოგიას თვალი თეო ფუტკარაძემ გადაავლო.

საქართველო არის ქვეყანა რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ბევრ დარტყმასა და ომს გაუძლო. გაუძლო ოსმალებს, სპარსელებს, თურქ-სელჩუკებს, გაუძლო რუსეთსაც. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ბევრი ჭრილობა მოიშუშა, არაერთი სისხლი გაიღო, ომის და ბრძოლის პარალელურად იყო,  მკვლელობა, დახვრეტა, ღალატი.  მიუხედავად ამისა, საქართველომ საკუთარი ენა, რწმენა და რელიგია შეინარჩუნა, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი ამაში ხელს მუდმივად გვიშლის. ახლა თავს მეგობარს სახელმწიფოს ესხმის, ალბათ ეს ერთგვარი მესიჯია, რომ პატარა ერის განადგურება კვლავ გემაშია აქვს. იმპერიალისტურმა სახელმწიფომ ვერ მოინელა, რომ საქართველო დამოუკიდებელია. მაინც გავიხსენოთ რა დაუშავა რუსეთმა საქართველოს, 

რუსეთ- საქართევლოს ურთიერთობა მე-18-ე საუკუნიდან იწყება. ქართველი მეფეები რუსეთში როგორც მართლმადიდებელ ქვეყანაში, მხსნელს და განმათავისუფლებელს ეძებდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე ისტორია ამტკიცებდა, რომ ერთმორწმუნე სახელმწიფოს, საქართველო სჭირდებოდა როგორც ასპარეზი ამიერკავკასიაში დამკვიდრებისთვის. ჯერ, რუსეთის იმედად დარჩენილი ვახტანგ მეექვსე იყო, რომელმაც ტახტი დაკარგა. ამას, ოსმალობა და  ყიზილბაშობის მძიმე უღელი მოჰყვა. არ უნდა დაგვავიწყდეს 1783 წელი. რუსეთთან, მეგობრული ურთიერთობა, ერეკლე მეორემაც სცადა, გაფორმდა ტრაქტატიც, თუმცა  საქართველოსთვის, ესეც საზიანო არმოჩნდა. ირანის ხელით რუსეთმა ჯერ ქართლ-კახეთი გაანადგურა, ამას კი აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია მოჰყვა. იგივე ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომ. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, გაუქმდა ქართული სახელმწიფოები. აჯანყებს კი რუსეთი, სისხლით ახშობდა და რეპრესიებით პასუხობდა. ნადგურდებოდა ოჯახები, ქართული გვარები.

შემდეგი იყო მეცხრამმეტე საუკუნის 60-ი წლების ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა. რუსეთმა 80-იან წლებში ისევ რეპრესიებით გვიპასუხა. აიკრძალა საქართევლოს ხსენება და ქართული ენის სწავლებაც კი. ქვეყანამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამაში, საქართევლოს, მაშინდელი გერმანია დაეხმარა. დემოკრატიული სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში შენდებოდა, თუმცა რუსეთმა  ჩვენი ქვეყნის ანექსია მალევე, კიდევ ერთხელ მოახდინა. წინააღმდეგობამ შედეგი ვერც ამჯერად გამოიღო.

შემდეგი საბჭოთა კავშირი დაგვიდგა, რომელიც 70 წლის მანძილზე გაგრძელდა. გამეფებული დიქტატურის მიუხედავად, საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ბევრი სისხლი გაიღო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ჩვენმა ქვეყანამ, ბევრად ადრე იწვნია. გამორჩეული იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც რუსული ჯარის მიერ, თბილისში გატარებულ სამხედრო ღონისძიებებს მოჰყვა. წაგვართვა ავტოკეფალია. იგი დამოუკიდებლობასთან ერთად დავიბრუნეთ, თუმცა შემდეგ მოამწიფა სამოქალაქო ომი და წაგვართვა აფხაზეთი და ოსეთი.  ამ ტრაგედიებიდან წლების შემდეგაც რუსეთი ოკუპაციას დღემდე აგრძელებს და ტერიტორიებს იტაცებს.

რუსეთმა, საქართველოსთან ომი, უახლეს ისტორიაშიც აწარმოა. იგი აგვიტოს ომის სახელით შევიდა ისტორიაში. სულ რამდენიმე დღეში შეიწირა ჯარისკაცების და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. შეგვაფერხა ევროატლანტიკური ალიანსისკენ სვლაში და  იმპერიალისტურმა სახელმწიფომ, საქართველო, დასავლური  მისწრაფებების გამო დასაჯა.

ერი, დღესაც, რუსეთის წინააღმდეგ მწვავე ომში ვართ. შესაძლოა ფიზიკურად, საომარი მოქმედებები მეგობარი სახელმწიფოს ტეროტორიაზეა, თუმმა ეს ჩვენი ბრძოლაცაა, ამიტომ შედეგებს და ერთობას, თანამედროვე ფაშიზმზე გამარჯვებისთვის, გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. 

მეტის ნახვა