ახალი ამბები • 1747046220
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI ACT მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარდაჭერა გამოუცხადა MEGOBARI Act-ს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.
კენჭისყრამდე, კომიტეტზე კანონმდებლებმა MEGOBARI Act განიხილეს და მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს - 4 კანონმდებელი კანონპროექტს მხარს უჭერდა, 1 კი - ეწინააღმდეგებოდა.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
მანამდე, კანონპროექტი სენატში კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან - სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს;მოქმედ მაღალჩინოსნებს;მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა.

1739131407