ახალი ამბები • 1755160966
თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს
უცხოეთი
1747035009

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრ ალი იერლიკაიას ინფორმაციით, აკავებული "კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.მისივე ცნობით, ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.
"რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით "საერთაშორისო ტერორიზმის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს," - წერს მინისტრი X-ზე.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა