ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა

სექსუალური ძალადობა

2023 წლის 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება, საიდანაც ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა.

ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული. დაკონკრეტებული არ არის ძალადობის რომელ სახეებზეა საუბარი.

რაც შეეხება გასულ წლებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით 4131 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, 1781 ფაქტზე ძალადობა დადასტურდა.

2021 წელს შესრული 1904 შეტყობინებიდან, ძალადობა 714 შემთხვევაზე დადგინდა.

მეტის ნახვა