ახალი ამბები • 1751358640
დააკავეს პირი, რომელიც 26 ადამიანს საზღვარგარეთ სწავლას დაჰპირდა და 36 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლა
კრიმინალი
1731659658

დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა ვიზები.ამ გზით, ის მოტყუებით დაეუფლა ჯამში 36 000 ლარს. მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9-წლამდე ვადით.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა