ახალი ამბები • 1751012220
გივი თარგამაძეს “ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

გივი თარგამაძეს “ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. თარგამაძეს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადება გივი თარგამაძემ საკუთარ სახლში გაიგო, რის შემდეგაც თავად წავიდა პოლიციაში.
"ახლა გადავალ, რაც ახლოს არის, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. [განაჩენზე] რა უნდა ვიფიქროთ, რით ისაზღვრება, როგორ ისაზღვრება, საერთოდ, კაცმა არ იცის. მგონია, რომ [რუსეთის დაკვეთაა] ეს, მაქვს უფლება, რომ მეგონოს", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.

1750760310