ახალი ამბები • 1751868340
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტით ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება
ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს.
ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.

1751012220

1745312322