ახალი ამბები • 1751868340
თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა | ლევან რატიანი

თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა აჭარის მთაბვრობის ყოფილი თავმჯდომარე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
"პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ - ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“,- განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

1751012220

1745312322