ახალი ამბები • 1746614340
მაზლმა რძალი მოკლა
კრიმინალი
1671720107

მკვლელობა კასპში - სოფელ ნოსტეში, მაზლმა რძალი მოკლა. გარდაცვლილია 73 წლის ქალი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ, უფრო ზუსტად კი, ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, 80 წელს გადაცილებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა