ახალი ამბები • 1756410394
პირი რომელმაც 18,920 აშშ დოლარი მოიპარა, ქურდობის ბრალდებით დააკავეს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ბ. დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მასში არსებულ თანხას 18,920 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1756113571