ახალი ამბები • 1756410394
სუს-ი ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ 7 პირის სახლის ჩხრეკაზე - მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობების შესწავლა, ასევე ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება

„ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“, -ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

1756113571